ჩვენს შესახებ სიახლეები თვისებები და მნიშვნელობა კონტაქტი
 
 

რას წარმოადგენს დისპენსერი?



დღევანდელ პირობებში სასმელი წყლის მოხმარების კომფორტულობა გულისხმობს სათანადო დანადგარის - დისპენსერის გამოყენებას. იგი უზრუნველყოფს სასმელი წყლის საჭირო ტემპერატურის მიღწევას და შენარჩუნებას გარემო პირობებისგან დამოუკიდებლად, გამორიცხავს სასმელი წყლის კონტაქტს დაბინძურების შესაძლო კერასთან. მათი უმრავლესობა ორრეჟიმიანია, ანუ მათი საშუალებით თქვენ ერთდროულად გექნებათ როგორც ცივი, ისე ცხელი წყალი.

მომხმარებელთა განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კომპანიას აქვს სპეციალური დისპენსერები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ნორმალური და ცხელი წყლის უზრუნველმყოფი ელექტრონული სისტემებით. ასეთი დისპენსერები განსაკუთრებით სჭირდებათ საბავშვო ბაღებსა და მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახებს.