|
მომსახურების უზრუნველყოფა და პირობები
კომპანია `სუფთა წყალი~ `ბინული~-ს მარკის წყლით ოპერატიული მომარაგების მიზნით გთავაზობთ:
- მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში წყლის ადგილზე (სახლი, ორგანიზაცია) მოტანას 11 ან 19 ლიტრიანი ჭურჭლით (სურვილისამებრ);
- საჭიროების შემთხვევაში წყლის მიტანას საქართველოს ნებისმიერ წერტილში;
- 11 ან 19 ლიტრიანი უმაღლესი ხარისხის ჭურჭლით უზრუნველყოფას.
კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც წყლის ჭურჭლის განახლებას ახორციელებს ევროპული სტანდარტების დონეზე, ყოველ 8-10-ჯერ მოხმარების შემდეგ. ამის საშუალებას იძლევა კომპანიის მიერ შეძენილი და წარმოებაში დანერგილი პოლიკარბონატის ჭურჭლის ერთადერთი ჩამოსასხმელი მოწყობილობა მთელს ამიერკავკასიაში.
კომპანია “სუფთა წყალი” მომხმარებელს ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში დისპენსერს (ჭიქებში წყლის ჩამოსასხმელი სტაციონარული დანადგარი) სთავაზობს როგორც უსასყიდლოდ(მოხმარების რაოდენობიდან გამომდინარე)ასევე შესყიდვით.
დღეისთვის კომპანია მომხმარებელს აწვდის უახლესი მარკის იმპორტული წარმოების დისპენსერებს, როგორც საოფისე, ისე საოჯახო მოხმარებისთვის.
კომპანია სრულ მომსახურებას უწევს მის მიერ დადგმულ დისპენსერებს, საჭირო შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ დროულ შეკეთებას ან შეცვლას ასევე დეზინფექციურ გამოწმენდას წელიწადში ორჯერ.მომსახურების ღირებულება შეადგენს 20 ლარს დღგ–ს ჩათვლით.
ჩვენი ფასები ყველაზე ხელმისაწვდომია საქართველოს მტკნარი სასმელი წყლის ბაზარზე.
|
 |